|
2022-03-25 13:28:47, 781 ნახვა
საზოგადოება
ველური ბუნების სააგენტომ კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყის აღდგენა დაიწყო
ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი წითელი ნუსხის სახეობების მცენარეები - ჭალის მუხა, თელა, ძელქვა, ბალამწარა და ტყის წაბლი დარგეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის განახლებასა და აღდგენაზე აქტიურად მუშაობს. სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს არსებული უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნების ღონისძიებები და წითელი ნუსხის სახეობის მცენარეების გაშენება. კრწანისის ტყეპარკისთვის ველური ბუნების სააგენტოს მიერ შეიმუშავებულია გასარწყავიანებისა და ტბების აღდგენის გეგმა. ტყეპარკში უკვე განხორციელდა გასარწყავიანების პირველი ეტაპი: აშენდა საშუალო სიმძლავრის სატუმბი სადგური მდინარე მტკვარზე და გრუნტის წყლების ჭაბურღილი, ასევე 100 კვტ-იანი მზის ელექტროსადგური, რომლის გამომუშავებულმა ენერგიამ დააბალანსა სატუმბების ხარჯი. ტყეპარკის ჭალებში სარწყავი არხების აღდგენის მიზნით, ველური ბუნების სააგენტო კრწანისის მზის სადგურისა და სარწყავი სატუმბი სადგურების სიმძლავრის გაზრდას გეგმავს. ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შედეგად, კრწანისის ტყეპარკი მნიშვნელოვანი დატვირთვის რეკრეაციული სივრცე გახდება.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)