|
2022-03-24 13:13:06, 847 ნახვა
საზოგადოება
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონში სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და გამოწვევები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონის მუნიციპალიტეტებში მაგისტრალურ და გამანაწილებელ არხებზე უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტებს. ყურადღება გამახვილდა კომპანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე. „ქვემო ქართლში სარწყავ წყალზე მოთხოვნა დიდია. სარეაბილიტაციო საქმიანობის დაგეგმვისას, ამ რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. საინტერესო დისკუსია გვქონდა გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე; შევაჯერეთ პოზიციები, დავგეგმეთ შემდეგი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, რეგიონში მიმდინარეობს 7 სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარია. პროექტების განხორციელების შედეგად, რეგიონში, დამატებით 1 800 ჰექტარამდე მოირწყვება“,- აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. შეხვედრა, რომელიც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ. მიმდინარე წელს, დაგეგმილია 16 მლნ ლარის ღირებულების 11 ახალი პროექტის დაწყება, შედეგად, დამატებით, 1400 ჰექტარამდე სავარგული მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 11 000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)