|
2022-03-24 13:09:53, 726 ნახვა
საზოგადოება
რომეო მიქაუტაძე - მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ქარის ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნაწილების საქართველოში წარმოების დაწყებას
მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ქარის ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნაწილების საქართველოში წარმოების დაწყებას. - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ განაცხადა. „განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება საქართველოს ენერგეტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ქარის ენერგეტიკას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე პროექტზე, რომელთა დასრულების შემდეგაც საქართველოს ენერგობალანსში ქარის ენერგეტიკის წილი გაიზრდება. ამდენად, ჩვენ მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ქარის ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნაწილების წარმოების დაწყებას. მითუფრო, როდესაც პროექტის პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს საქართველოს უმსხვილეს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრში „დელტა", რომელიც გამოირჩევა პროფესიონალი პერსონალითა და თანამედროვე მანქანა - დანადგარებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ. ხელმოწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა და მას ასევე ხელი მოაწერეს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრის „დელტას" გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ და საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა მიქაშავიძემ. მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, აგრეთვე როგორც ასეთი ტიპის დანადგარების, ასევე მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან. ახალი საწარმო „დელტას" სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება. მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან, დაინტერესებულ ბიზნესწრეებთან, საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენებით, ელექტროენერგიის მიღებასა და მოსახლეობისათვის მიწოდების სწრაფი განვითარებისათვის.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)