04:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 11:33:02, 999 ნახვა

ეკონომიკა
ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკშია ხელმისაწვდომი

„საქართველოს ბანკი“ ღია ბანკინგის მიმართულებით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ, ბანკმა იურიდიული პირებისთვის ბიზნეს ინტერნეტბანკში ღია ბანკინგის პირველი ეტაპი აამოქმედა, რომელიც მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, სხვა ბანკის ბიზნეს ანგარიშების ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს. მეტი კომფორტისთვის კი, აღნიშნული ფუნქციონალი უკვე ბიზნეს მობილბანკშიცაა ხელმისაწვდომი.

შესაბამისად, ამიერიდან მომხმარებელი ცენტრალიზებულად შეძლებს ბიზნეს მობილბანკში სხვა ბანკებში არსებული ბიზნეს ანგარიშების დამატებას და განხორციელებული გადარიცხვების მონიტორინგს.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული ინოვაციების დანერგვას. ამჯერად ბიზნეს მობილბანკში ღია ბანკინგის ფუნქციონალი ავამოქმედეთ, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს სხვა ბანკების  ბიზნეს ანგარიშების, ნაშთებისა და ტრანზაქციების ნახვას. ღია ბანკინგის მომდევნო ეტაპზე, უკვე სხვა ბანკების ანგარიშიდან გადარიცხვების შესრულებაც იქნება შესაძლებელი, რაც ბიზნეს მომხმარებლის ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ჩვენი მიზანია, ღია ბანკინგის განვითარებით, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბიზნესს ისეთი ოპერაციები, როგორიცაა გადარიცხვები, გადახდები, ხელფასების ჩარიცხვა, საბანკო პროდუქტებით მომსახურება და ა.შ.“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics