04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 13:05:30, 838 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ ტაშკენტში ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვები განიხილა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ტაშკენტში, სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ლოჯისტიკური კომპანიების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, კახა გუდიაშვილი დაესწრო. 

განხილვის მთავარი თემა - ჩინეთიდან თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპასთან დამაკავშირებელი კორიდორის არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები იყო. 

"მარშრუტი, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა კონტეინერების გადაზიდვის მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. შეხვედრებზე  უცხოელმა კოლეგებმა საკონტეინერო გადაზიდვების შეუფერხებელი მუშაობისთვის მხარეთა პასუხისმგებლობები, გადაზიდვის ვადები და სატარიფო პირობები განიხილეს. ასევე იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების მიუხედავად, არსებულ მარშრუტზე ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია შენარჩუნდება." - ნათქვმია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics