|
2022-03-23 12:04:54, 580 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ექვსი დღეა შესაბამისი სამსახურები დედაქალაქის გზებს 24-საათიან რეჟიმში წმენდენ
დედაქალაქში გადაუღებელი თოვის პარალელურად, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად შეფერხებებისა, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ გაჩერებულა. „დედაქალაქში მარტისთვის უჩვეულო დიდთოვლობაა. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გარკვეულ შეფერხებები შეიქმნა, თუმცა, „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობებისა და კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები მობილიზებული იყვნენ. დაიყარა 5 000-მდე ტონა ტექნიკური მარილი. გაწმენდის სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. დარჩენილია მეორადი ქუჩები, შესახვევები, სადაც ვაწყდებით პრობლემებს. მაგალითად, ზოგ ადგილას ავტომობილები არის გაჩერებული და სპეციალურ ტექნიკას მუშაობაში უშლის ხელს. შეფერხებას გადაუღებელი თოვაც უშლის ხელს, თუმცა, განვაგრძობთ სამუშაოებს. ამ დრომდე, ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ გაჩერებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, „თბილსერვის ჯგუფისა“ და რაიონების გამგეობების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“, „ეკოსერვისისა“ და გამგეობების თითოეულ თანამშრომელს. ასევე, მადლობა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ახლაც ქუჩაშია და გაწმენდის სამუშაოებშია ჩართული. ვცდილობთ, თითოეული ქუჩა და ჩიხი გავწმინდოთ, თუმცა, მოქალაქეები თუ დაგვეხმარებით და საკუთარი სახლების ირგვლივ გაასუფთავებთ გზას, მადლობელი ვიქნებით. ამის უამრავი მაგალითიც არსებობს. მადლობა ამ ადამიანებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)