11:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 15:32:10, 647 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას - თქვენ გაქვთ ძალა, შეაჩეროთ ომი, ნუ აფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ  გერმანიას და ევროპის ქვეყნებს მიმართა, რომ შეწყვიტონ დაფინანსება რუსეთის „სამხედრო მანქანის“.

მისი თქმით, მათ უნდა განახორციელონ რუსეთზე ზეწოლა,  რათა ოკუპნატებმა უკრაინა დატოვონ.

„გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ. ევროპას აქვს ძალა, ნებისმიერ რაკეტაზე ძლიერი, ნებისმიერ ტანკზე ძლიერი. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთს ამ ომისთვის ფული აღარ ექნება.

გთხოვთ, ნუ აფინანსებთ რუსეთის "სამხედრო მანქანას". არც ერთი ევრო ოკუპანტებისთვის! დახურეთ ყველა თქვენი პორტი, არ მიაწოდოთ სურსათი, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსზე. განახორციელეთ ზეწოლა, რათა რუსეთმა უკრაინა დატოვოს. მჯერა, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ, თითოეულმა ევროპელმა და გერმანელმა უნდა იმოქმედოთ, რათა ამ მშვიდობამდე მივიდეთ. - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics