|
2022-03-21 11:08:13, 981 ნახვა
საზოგადოება
ორთოპედიული პროდუქტები ორსულებისთვის
წელის კორსეტები და ქამრები,ბალიშები, სუპინატორები და ვარიკოზის მოვლის საშუალებები ორთოპედიული პროდუქტებია. ამ სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთებს ხშირად იყენებენ ქალები ორსულობის პერიოდში. ეს პროდუქცია მათ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების დროს ეხმარება. ალბათ გსმენიათ, რომ ორსულობის ვადის მატებასთან ერთად, ქალებში არსებული ვენების ვარიკოზული დაავადება მწვავდება, რა დროსაც, მნიშვნელოვანია ორსულობის კოლგოტის ტარება. მისი გამოყენების შედეგად, კიდურებში სიმძიმე, დაღლა, შეშუპება და ტკივილის შეგრძნება ქრება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ასევე, ორსულობის პერიოდში ქალების უდიდეს ნაწილს აწუხებს წელის ტკივილი. ეს ბუნებრივია, რადგან ორსულობის პერიოდში მენჯის ძვლებზე დატვირთვა იზრდება. უმეტესობას წელის ტკივილი ორსულობის მეორე ტრიმესტრში (მე-12 კვირიდან 24-ე კვირამდე) აღენიშნება. ამ დროს რეკომენდებულია ორსულობის ქამრის გამოყენება, რომელიც წელის არეში დატვირთვას ამცირებს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ორსულებს ასევე ხშირად აწუხებთ გულძმარვა, რომელსაც იწვევს ზოგიერთი ჰორმონი და ფიზიკური ცვლილებები. ასეთ დროს შეგვიძლია, ორსულებს ვურჩიოთ რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში, რომელიც დამზადებულია ლატექსის ანტიალერგიული მასალისგან. ამ ბალიშის 45 გრადუსით ამაღლებული ზედაპირი უზრუნველყოფს კუჭისა და საყლაპავის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას და ხელს უშლის კუჭის მჟავის საყლაპავ მილში გადმოსვლას. ის ასევე გვეხმარება შევინარჩუნოთ კისრის და მხრის კუნთების სწორი ანატომიური მდგომარეობა ძილის დროს. თუ ფეხმძიმე ქალს კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებს ან ბუასილი გაუმწვავდა, ასეთ შემთხვევაში, ყველაზე ეფექტურია სავარძლის ორთოპედიული ბალიშის გამოყენება. ორსულობის დროს ასევე სასურველია სილიკონის სუპინატორების ტარება. ეს პროდუქტი ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას უზრუნველყოფს და ამცირებს ტკივილს სიარულისას. ორსულობის შემდეგ კი მუცლის კორსეტი უნდა მოირგოთ. ის ხელს უშლის მუცლის პრესის მოდუნებას ორსულობის შემდეგ, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგანაც.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)