04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 12:00:46, 1213 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 463.8 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით, 149.1 ლარით გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში და 2 431.6 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.5 პროცენტითაა გაზრდილი. რაც შეეხება დანარჩენს სფეროებს: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 270.2; მშენებლობა - 2 209.5 ლარი; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 133.0 ლარი.

ამასთან, საქსტატის ცნობით, გასული წლის ბოლო კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 153.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 767.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 131.3 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 186.4 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

უწყების მონაცემებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 180.9 ლარით, ანუ 12.8 პროცენტით გაიზარდა და 1 597.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი, 2 502.3 ლარი ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგში, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 394.2 ლარი) დარგებში ფიქსირდება.

საანგარიშო პერიოდში, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 93.4 ლარით, ანუ 8.1 პროცენტით გაიზარდა და 1 250.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics