|
2022-03-18 11:30:15, 844 ნახვა
საზოგადოება
ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება დაიწყო. "IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიღრმავონ ცოდნა გარემოსდაცვით საკითხებში. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას სად და როდის ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი მოძრობა „გარემოს დაცვა და საქართველო“, გაეცნობიან ადამიანის უფლებებს ეკოლოგიური მიმართულებით, ნარჩენების მართვის მნიშვნელობას და არსებულ საუკეთესო პრაქტიკას, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას, კლიმატის ცვლილების გავლენას და გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლს გარემოს დაცვაში. მონაწილეთა შერჩევა მოხდება განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე. ეკოლიდერთა სკოლა 2022 დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით განხორციელდება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი. ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწალო პროგრამაა, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა." - ნათქვამია ინფორმაციაში.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)