|
2022-03-17 02:14:42, 991 ნახვა
მსოფლიო
NATO - უკრაინა ალიანსის წევრი ქვეყანა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიხედვით გახდება
„უკრაინა NATO-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით გახდება, ეს არის ინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილი“, - ამის შესახებ ამის შესახებ NATO-ს 30 მოკავშირე სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერების კომუნიკეშია მოხსენებული. ამასთან ერთად, დოკუმენტის მიხედვით, NATO-ს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის ალიანსთან დაახლოების რეფორმებს ისინი მხარს დაუჭერენ. „ჩვენ ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი“, - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი, გარე ჩარევისგან თავისუფალად. ნატო-უკრაინის კომისიის (NUC) ყოველწლიური ეროვნული პროგრამები რჩება მექანიზმად, რომლითაც უკრაინა ახორციელებს თავის რეფორმებს. სწრაფვა NATO-ში გაწევრიანებისკენ. უკრაინამ სრულად უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია NUC-ის ფარგლებში, რათა მიაღწიოს NATO-ს პრინციპებისა და სტანდარტების განხორციელების მიზნებს“, - აღნიშნავენ NATO-ს ლიდერებს. „ფართომასშტაბიანი, მდგრადი და შეუქცევადი რეფორმების წარმატება, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის ხელშეწყობა და დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, უმცირესობებსა და კანონის უზენაესობაზე გადამწყვეტი იქნება აყვავებული და მშვიდობიანი უკრაინის საფუძვლისათვის“, - წერია დოკუმენტში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)