|
2022-03-16 14:56:29, 617 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა
დედაქალაქის მერი უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო თბილისში იმყოფებიან. მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ მათ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გარდა ამისა, უკრაინელ პატარებს პირადად გაუკეთა საჩუქარი საბავშვო გასართობი პროგრამის, სათამაშოებისა და ტკბილეულის სახით. დედაქალაქის მერმა უკრაინის მოქალაქეებს ყველა სახის მხარდაჭერა აღუთქვა და თბილისელების სახელით მშვიდობა უსურვა. „ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სხვანაირი იქნებოდა, უკრაინაში მშვიდობა რომ იყოს და არ ხორციელდებოდეს საომარი მოქმედებები. ძალიან მძიმეა, დამანგრეველია ეს ჩვენთვის. სრულიად საქართველო გულშემატკივრობს უკრაინელ ხალხს. მე ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელებთან. საქართველო დგას უკრაინის გვერდით - ყოველთვის ასე იყო, ასე არის და ასე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს, თბილისში მცხოვრები უკრაინელების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე დედაქალაქის მერიაც იზრუნებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის გარდა, უკრაინულ ოჯახები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მომსახურებითაც უფასოდ ისარგებლებენ. „თქვენი პატარები ყოველგვარი საფასურის გარეშე შეგიძლიათ მიიყვანოთ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში და ამის ორგანიზებას უზრუნველყოფს ჩემი მოადგილე. მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს და მინდა იცოდეთ, რომ საქართველო, საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი ყოველთვის უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)