|
2022-03-16 12:52:17, 857 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას იწყებს
თბილისის მერია მეტროსადგურ „სამგორის“ ტერიტორიის, კერძოდ, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე სივრცის მოწესრიგებას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გვინდა, მოვაწესრიგოთ მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარედ არსებული სივრცე. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს და ისნის რაიონის გამგებელს, ნიკოლოზ ელისაშვილს, დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე, ადგილობრივი ბაზრობების ხელმძღვანელობასთან, რათა მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე, ასევე, მოწესრიგდეს ის ჯიხურები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების გადაადგილებას. უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გავლა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ასევე, თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, დაიწყოს მუშაობა აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ამასთან, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „როგორც იცით, დაწყებულია მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. გარემოვაჭრეებმა გადაინაცვლეს ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, რასაც აქამდე ქუჩაში აკეთებდნენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია და დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც გამვლელებისთვის, ასევე, მათთვისაც. შეუძლებელია, იმ ფორმით და იმ ვითარებაში ეს პროცესი გაგრძელებულიყო. შესაბამისად, სამგორის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ადამიანები გადაყვანილი არიან ბაზრობის ტერიტორიაზე. ასევე, აღებულია ჯიხურები, რომელიც ხელს უშლიდა მეტროს ჩასასვლელში გადაადგილებას. დაწყებულია ამ სივრცის მოწესრიგება, რაშიც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურია ჩართული“, - აღნიშნა მან.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)