07:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 18:36:18, 766 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებს - დაგვეხმარეთ, დემოკრატიის ნგრევის შეჩერება თქვენთან ერთად უფრო ადვილი იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ დახმარება უკრაინაში, რადგან „ერთ უკრაინულ ტანკიზე, ასი საოკუპაციო ტანკი მოდის“.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა. მან პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „ჯერჯერობით ეს საკმარისი არ არის“.

„რუსული ომის მანქანა ჯერ კიდევ შეიძლება შეჩერდეს, ხალხის მკვლელობა მაინც უნდა შეჩერდეს. თქვენ ხედავთ, როგორ ვიბრძვით, თქვენთან ერთად უფრო ადვილი იქნება დემოკრატიის ნგრევის შეჩერება. შეაჩერეთ ახლავე, შეაჩერეთ იგი ჩვენს თავზე, თორემ თქვენთანაც შემოვლენ..“, - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე, დასძინა, რომ რუსეთის არსენალში შედის რაკეტები, ბომბები, ვერტმფრენები, ტანკები, დივერსანტები, ასევე კიბერშეტევები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics