06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 09:14:32, 836 ნახვა

ეკონომიკა
შეერთებულმა შტატებმა რუსეთში დოლარის ექსპორტი, გაყიდვა და მიწოდება აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც კრძალავს რუსეთში აშშ დოლარის კუპიურების ექსპორტს, გაყიდვას და მიწოდებას.

ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა.

ახალი დადგენილება, საშუალებას მისცემს მომავალში დაწესდეს შეზღუდვები ინვესტიციებზე რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში, დასძინა თეთრმა სახლმა.

დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი არის ბანკნოტების ექსპორტის, რეექსპორტის, გაყიდვის ან მიწოდების აკრძალვა, პირდაპირ ან ირიბად, შეერთებული შტატებიდან ან შეერთებული შტატების ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ, სადაც არ უნდა იყოს, ბანკნოტები აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის მთავრობას ან რუსეთის ფედერაციაში მდებარე ნებისმიერ ფიზიკურ/იურიდიულ პირს.

მანამდე, 2 მარტს ევროკავშირმა აკრძალა ევრო ბანკნოტების მიწოდება რუსეთის ფედერაციაში. კერძოდ, აკრძალულია ევრო ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი რუსეთში ან ნებისმიერ პირზე ან ერთეულზე, კომპანიაზე ან დაწესებულებაში რუსეთში, მათ შორის რუსეთის მთავრობასა და ცენტრალურ ბანკში, ან რუსეთში გამოსაყენებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics