02:21 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 10:37:46, 820 ნახვა

მსოფლიო
მარიუპოლში, ოკუპანტების მიერ სამშობიაროს დაბომბვის შედეგად დაშავებული ერთ-ერთ ორსული გარდაიცვალა

მარიუპოლში ორსული გარდაიცვალა, რომელიც რუსი დამპყრობლების ავიადარტყმის დროს სამშობიაროში იმყოფებოდა. - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა, ასია დოლინამ Facebook-ზე დაწერა.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ ინფორმაციას ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკაც ადასტურებს, რომელმაც შემთხვევის დღეს ფოტორეპორტაჟი გააკეთა.

„პირველი ორსული გოგონა, ვიდეო/ფოტორეპორტაჟებით მარიუპოლის მე-3 ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის ადგილიდან (სამშობიარო), რომელიც საკაცით გადაიყვანეს, ვერ გადარჩა", - განაცხადა ჟურნალისტმა.

ცნობისთვის, კიდევ ერთმა ქალმა, რომელიც საავადმყოფოს დაბომბვის დროს დაზარალდა, მარიანა პოდგურსკაიამ, გოგონა გააჩინა.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო 9 მარტს დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics