20:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 21:56:03, 684 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - EBRD-მ შეაჩერა მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება

„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)

თბილისის მერიას 170-მილიონიანი პროექტის ხელშეკრულება შეუჩერა“, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია იუწყება.

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ EBRD-მ შეაჩერა არა თბილისის მერიის პროექტი, არამედ მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება.

EBRD-ის წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს "მეტროვაგონმაში", თუმცა კომპანიასთან თანხის გადარიცხვა ამ ეტაპზე შეჩერებულია.

რაც შეეხება თბილისის მეტროს განახლების პროექტს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამით ხორციელდება, მას საფრთხე არ ემუქრება და EBRD აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თბილისის მუნიციპალიტეტთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics