|
2022-03-11 15:43:38, 517 ნახვა
საზოგადოება
თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო
თბილისის მერიის ეგიდით უკრაინის დასახმარებლად შეგროვებული 50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ბელიაშვილის ქუჩაზე გახსნილი ჰუმანიტარული დახმარების პუნქტიდან ტვირთის ტრანსპორტირების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ბიზნესსექტორს, რომელიც ჩართულია ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. ასევე, მადლობა რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერა გადაწყვიტეს. ამ პროცესში ყველაზე რთული გახდა ლოგისტიკა, თუმცა, ეს საკითხიც მოგვარდა. პროდუქტების ის ნაწილი, რაც ოფიციალურად მოგვაწოდეს, „წითელი ჯვრის“ საშუალებით გაგზავნილია. გარდა ამისა, მოსახლეობის მიერ მოტანილი, საბუთების გარეშე არსებული პროდუქტების ლოგისტიკასაც უზრუნველვყოფთ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მძღოლებზე და მათი მეშვეობით გავა ტვირთი უკრაინაში, ქალაქ ჩოპში. აქედან მიიტანენ კონკრეტულ წერტილებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მერიის მიერ შექმნილ ანგარიშზე უკვე მილიონ ლარზე მეტი თანხაა შეგროვებული. „უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას, ვინ არიან ეს ადამიანები და რომელმა ორგანიზაციებმა გაიღეს შემოწირულობები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)