|
2022-03-11 13:10:20, 721 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის რეგიონულ ლაბორატორიაში საერთაშორისო დონის კვლევები ტარდება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დაქვემდებარებაში საერთაშორისო სტანდარტისა და უმაღლესი აკრედიტაციის მქონე 13 ლაბორატორია შედის (თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, მარნეულის, დუშეთის, გურჯაანის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ბათუმის, საჩხერის, მესტიის); ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის საერთაშორისო საკვალიფიკაციო სწავლებებს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სმაინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დუშეთის რეგიონული ლაბორატორია 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორიაში დანერგილია ყველა ის კვლევა, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადია მთიან რეგიონში. ლაბორატორიაში შესაძლებელია: • სისხლის გამოკვლევა ბრუცელოზზე (როზბეგალის რეაქციის მეთოდითა და ფლორესცენტრული პოლარიზაციის ტესტით (FPA)); • რძის გამოკვლევა ბრუცელოზზე (რძის რგოლური რეაქციის მეთოდით); • რძის გამოკვლევა მასტიტზე (კალიფორნიული მასტიტის ტესტით); • სასმელი წყლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების საფუძველზე მიიღონ უტყუარი შედეგები. 2021 წლის მონაცემებით, დუშეთის რეგიონულ ლაბორატორიაში შემოსულმა ნიმუშების რაოდენობამ 44 000-ს გადააჭარბა. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე:http://sla.gov.ge/
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)