22:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 02:25:29, 894 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რა ქვეყანაა ასეთი სამშობიაროების, რომ ეშინია და ანადგურებს? ეს საავადმყოფოების დენაციფიკაცია იყო?

„რა ქვეყანაა ასეთი რუსეთის ფედერაცია, საავადმყოფოებისა და სამშობიაროების, რომ ეშინია და ანადგურებს? ეს საავადმყოფოების დენაციფიკაცია იყო?", - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რასაც რუსი ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, ცხოველურობის საზღვრებსაც კი სცილდება.

„საბავშვო საავადმყოფო და სამშობიარო კლინიკა რითი ემუქრებოდა რუსეთის ფედერაციას? რა ქვეყანაა ასეთი ეს რუსეთის ფედერაცია, საავადმყოფოებისა და სამშობიაროების, რომ ეშინია და ანადგურებს? იქ პატარა ბანდერელები იყვნენ? თუ ფეხმძიმე ქალები როსტოვისთვის ცეცხლის გახსნას აპირებდნენ? სამშობიაროში ვინმე რუსულენოვნებს ამცირებდა? ეს საავადმყოფოების დენაციფიკაცია იყო? ის, რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, უკვე ცხოველურობის საზღვრებსაც სცილდება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics