|
2022-03-09 15:53:25, 896 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ გუნდი უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახებს დაეხმარება
უკრაინაში შექმნილი ვითარება თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ჩვენთვის, გუნდის, როგორც ქართველი, ისე უცხოელი წევრების უსაფრთხოება და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენს უკრაინელ თიბისელებს და მათ ოჯახებს ფინანსურად დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ. ჩვენი გუნდის 12 უკრაინელი წევრი კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში ცხოვრობს და დისტანციურად მუშაობს ქართველ კოლეგებთან ერთად. პანდემიის დაწყებიდან, თიბისის 8 ქვეყნიდან შემოუერთდნენ თანამშრომლები, მათ შორის დიდი ტექნოლოგიური გუნდი უკრაინიდან. ამ რთულ დროში, თანაგუნდელების გვერდში დგომა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ მათი მორალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. უკრაინელი თანამშრომლები ძირითადად ტექნოლოგიური პროექტების აღსრულებაში არიან ჩართულები, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა - შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო არხების დეველოპმენტი და სხვა მნიშვნელოვანი სისტემები. გუნდის წევრები მხნედ არიან, ისინი ნამდვილად გმირები არიან. ბევრი მათგანი, საომარი სიტუაციის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ახერხებს სამუშაო პროცესში ჩართვას. „თიბისის“ მთავარი მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რაც ამ რთულ დროში ჩვენი კიდევ უფრო საჭირო და ბუნებრივი სურვილია. დარწმუნებული ვართ, მშვიდობა მალე დაისადგურებს და არცერთ ადამიანს საფრთხე აღარ შეექმნება.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)