|
2022-03-09 12:02:10, 597 ნახვა
საზოგადოება
ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს ბოლო სართულის დემონტაჟი ორ კვირაში დასრულდება
ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი დაწყებულია და პროცესს კომპანია ორ კვირაში დაასრულებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შენობის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით და ყოველგვარი დამატებითი სართულის გარეშე დასრულდება. „ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მიმდინარეობდა კონკრეტული შენობა-ნაგებობის მშენებლობა. შეთანხმებული იყო სხვა პროექტი და დაამატეს ერთი სართული, რაც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ჩვენს მიდგომებს ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ძველი თბილისი ჩვენთვის ძალიან სენსიტიური თემაა. მე მაშინვე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმით აღნიშნული პროექტის განხორციელება ვერ და არ მოხდებოდა. ამის შემდეგ, მოვისმინეთ სპეკულაციები გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ძირითადად, სიცრუეს, სიყალბეს გადმოსცემენ. ამ ადამიანებს არაფერს გავუტარებთ და საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მივაწვდით. მე ვიყავი პირველი, ვინც პროექტის ამ ფორმატით განხორციელებაზე უარი თქვა და საჯაროდ დაგმო. ჩვენ დაპირებას ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, მშენებელმა კი სასტუმროს ერთი სართული უნებართვოდ დააშენა. „ამ წუთებში მიმდინარეობს ზედა სართულის დემონტაჟი. ორი კვირა დასჭირდება სადემონტაჟო სამუშაოებს და პროექტი მიიღებს ნორმალურ სახეს, განხორციელდება იმგვარად, როგორც იყო შეთანხმებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა თბილისის მიმართ. ხელს არავის ვუშლით იმაში, რომ მშენებლობები განახორციელონ და ქალაქი განავითარონ, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)