19:02 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 12:31:06, 759 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დასაპირისპირებლად ექვსპუნქტიანი გეგმა წარადგინა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა წარმოადგინა ექვსპუნქტიანი გეგმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დასაპირისპირებლად.

გეგმა ითვალისწინებს:

  • უკრაინის დასახმარებლად „საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის“ შექმნა;
  • უკრაინის დახმარება და გაძლიერება თავდაცვის მიმართულებით 
  • ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა რუსეთზე;
  • საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს უკრაინაში რუსეთის ქმედებების „მცოცავი ნორმალიზაცია“;
  • საომარი მოქმედებების დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული მონაწილეობით;
  • საჭიროა ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძიერება და სასწრაფო კამპანია ნატო-ს ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობის გასაძლიერებლად

ორშაბათს ბორის ჯონსონი გეგმას განიხილავს კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან და ჰოლანდიის პრემიერ მინისტრ მარკ რუტესთან, რომლებიც ლონდონში იმყოფებიან.

სამშაბათს კი ჯონსონი ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის ლიდერებს უმასპინძლებს: ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics