|
2022-03-04 23:34:15, 1039 ნახვა
პოლიტიკა
ბლინკინი - უკრაინაში მიმდინარე ომი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ დასრულდება და აშშ-მ, ევროკავშირთან ერთად რუსეთზე ზეწოლა უნდა განაგრძოს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ დასრულდება და აშშ-მ, ევროკავშირთან ერთად რუსეთზე ზეწოლა უნდა განაგრძოს. ამის შესახებ ბლინკენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. "სამწუხაროდ, ტრაგიკულია, საშინელებაა, მაგრამ ეს [ომი] შესაძლოა არც ისე მალე დარულდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ იმ ძალისხმევის მხარდაჭერა, რომელსაც ერთად ვახორციელებთ. მას უნდა დავეყრდნოთ. უნდა გადავიდეთ საქმის არსზე". - თქვა ბლინკენმა. ბლინკენის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა შეწყვიტოს ის ზეწოლა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ არის მიმართული. "ჩვენ მხარი უნდა განვაგრძოთ ეს [ზეწოლა] მანამ, სანამ ის [პუტინი] არ გაჩერდება, სანამ ომი არ დასრულდება. რუსული ძალები გავლენ, უკრაინელი ხალხი კი დაიბრუნებს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ". - თქვა ბლინკენმა.
აშშ ესპანეთის მთავრობას ევროპაში მასიური არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)