|
2022-03-04 21:09:24, 916 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულება NATO-ს - ნუ მისცემთ პუტინს უფლებას, უკრაინა სირიად გადააქციოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს უფლება არ მისცენ, უკრაინა სირიად გადააქციოს. „ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაში მონაწილეობა მივიღე. ჩემი გზავნილი შემდეგი იყო: იმოქმედეთ ახლა, სანამ გვიან არ არის. ნუ მისცემთ პუტინს უფლებას უკრაინა სირიად აქციოს. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. მაგრამ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც დაგვეხმარებიან. კონკრეტული, გადამწყვეტი და სწრაფი ქმედებებით ახლა“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. განცხადებაში დმიტრო კულებამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუსი მფრინავების დაბომბვის შედეგად, ჯერ კიდევ იხოცებიან. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი ისე ვითარდება, რომ როცა დრო მოვა, მოგინდებათ ყველაფერი მოგვცეთ, ყველაფერი, რაც გვჭირდება, რათა პუტინმა ევროპას არ დაარტყას და იქაურობა კოშმარად არ აქციოს. ჩემი ერთადერთი იმედია, რომ მაგ დროს, უკვე გვიან არ იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა. 4 მარტს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსი არ არის უკრაინის კონფლიქტის მხარე და უნდა უზრუნველყოს, რომ ომი დანარჩენ ევროპასა და მოკავშირე ქვეყნებშიც არ გავრცელდეს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)