|
2022-03-01 12:18:30, 647 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - დედაქალაქში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას შევაგროვებთ
თბილისში უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ მოადგილეს, ილია ელოშვილს შესაბამისი ადგილის გამოყოფა დაავალა, სადაც ნებისმიერი მსურველი ჰუმანიტარული ტვირთის მიტანას შეძლებს. „თბილისი და კიევი დაძმობილებული ქალაქები არიან. ასევე, გვყავს პარტნიორი ქალაქები უკრაინიდან და ჩვენ აუცილებლად აქტიურად ჩავერთვებით იმ ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. შევუერთდებით ცენტრალურ ხელისუფლებას ამ წამოწყებაში. ბევრი ზარი შემოდის, სურთ, ჩაერთონ ამ მხარდამჭერ აქციაში. ილია ელოშვილს ვავალებ, ადგილი გამოყოს, სადაც ამ საქმეში რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ თავიანთი წვლილის შეტანა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, მზადაა, თავშესაფრის მაძიებელი უკრაინული ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს. „საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, პირველივე დღეებიდანვე გაეწია დაეხმარება. საქართველოს მთავრობამ მათი განთავსება სასტუმროებში და კვებით უზრუნველყოფა მოახდინა. ჩვენი მხრივ, თბილისის მერია მიიღებს ზომებს, რომელიც ერთგვარად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ რთულ ვითარებაში მყოფ ადამიანებს და თუნდაც დღეს არსებული ყოფითი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. უამრავმა უკრაინულმა ოჯახმა დატოვა ქვეყანა და ეძებს თავშესაფარს. პირადად მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ, უზრუნველვყოთ ისინი საცხოვრებლით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უკრაინელი სტუმრებისთვის უფასო იქნება. „შეიძლება უმნიშვნელოა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ჩვენი უკრაინელი სტუმრებისთვის იქნება უფასო. მათ გადაეცემათ სამგზავრო აბონემენტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)