14:09 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 07:28:06, 635 ნახვა

პოლიტიკა
აშშ პუტინის ბირთვულ მუქარებს დაუპირისპირდება - თეთრი სახლი

პუტინის ბირთვული მუქარა მიუთითებს კრემლის აგრესორის საქციელზე, რომელიც არარსებულ მუქარებს აყალიბებს თავისი თავდასხმის გასამართლებლად და აშშ ამას წინ აღუდგება.
 - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განცხადებას რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.

მისივე თქმით, რუსეთი არასოდეს ყოფილა საფრთხის ქვეშ როგორც ნატოს, ისე უკრაინის მხრიდან.

„ეს ყველაფერი პრეზიდენტ პუტინისთვის დამახასიათებელი საქციელია და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით“, - აღნიშნა სპიკერმა.

ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვას. თუმცა, მათი დანერგვის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების ზემოქმედებამ მინიმალური გავლენა მოახდინოს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics