14:11 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 07:04:38, 559 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი ჯონსონს - მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის შემდეგი 24 საათი გადამწყვეტი იქნება.
ჯონსონმა დაარწმუნა ზელენსკი, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავდაცვის დახმარება უკრაინას მიეღწია, ეს დახმარება მნიშვნელოვანია. 
ჯონსონმა ასევე დაამატა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით 40 მილიონ ფუნტს გადაურიცხავს. ეს თანხა უკრაინელებისთვის სამედიცინო აღჭურვილობას მოხმარდება.

მანამდე ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხოსეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად.

მოგვიანებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics