|
2022-02-27 15:39:13, 576 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საელჩო უკრაინაში - მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და დავემორჩილოთ ხელისუფლების რეკომენდაციებს
საქართველოს საელჩო უკრაინაში, უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად დავემორჩილოთ უკრაინის ხელისუფლების რეკომენდაციებს, დარჩნენ სახლში, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან და განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, სასწრაფოდ გაემართონ უახლოესი თავშესაფრისკენ. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, რომ მაქსიმალურად დავემორჩილოთ უკრაინის ხელისუფლების რეკომენდაციებს, მათ შორის იყოთ სახლში, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან და განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, სასწრაფოდ გაემართოთ უახლოესი თავშესაფრისკენ, მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი. გაითვალისწინეთ კომენდანტის საათის რეგულაციები თქვენი ადგილსამყოფელი ქალაქის/ოლქის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად და მუდმივად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ქალაქებს შორის გადაადგილებისას, გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა მოგიწიოთ შემოვლითი გზებით სარგებლობა, ასევე იქონიეთ მხედველობაში, რომ მოძრაობა გზებზე არის გადატვირთული, რაც საგრძნობლად ზრდის მგზავრობის სავარაუდო დროს ასევე, გასათვალისწინებელია, რომ უკიდურესად არის გადატვირთული სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საზღვრის კვეთისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე ათეული საათი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს: +380 (63) 376 77 68, +380 (63) 376 73 64, +380 (93) 544 01 17, +380 (93) 761 17 17 ,"- წერია განცხადებაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)