11:11 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 13:01:20, 721 ნახვა

მსოფლიო
CNN - საფრანგეთი უკრაინას საწვავსა და თავდაცვით აღჭურვილობას გაუგზავნის

საფრანგეთი უკრაინას საწვავის მარაგსა და თავდაცვით აღჭურვილობას ერთად გაუგზავნის. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციის ადმინისტრაცია იუწყება.

გავრცელებულ განცხადებაში თავდაცვითი აღჭურვილობის შესახებ დამატებითი დეტალები არ იყო დაკონკრეტებული, თუმცა CNN-ის ცნობით, სამხედრო დახმარება, შესაძლოა ტანკსაწინააღმდეგო იარაღსაც შეიცავდეს.

ცნობისთვის, ეროვნული თავდაცვის საბჭო დათანხმდა, რუსეთის მოქალაქეების ფინანსური აქტივების გაყინვას და გამოაცხადა შესაბამისი ზომები „რუსული მედიის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

ამასთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთისთვის დაწესებული „ეკონომიკური და ფინანსური სანქციების გაძლიერების“ შესახებ განცხადება გააკეთა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics