08:03 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 21:20:58, 831 ნახვა

მსოფლიო
CNN - უკრაინაზე თავდასხმა ფართომაშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ახლანდელი თავდასხა ფართომაშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ამჟამინდელ მიზანს უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღება წარმოადგენს.

ამბის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთს მთავრობის ჩამოგდება და საკუთარი რეჟიმის დასმა აქვს განსაზღვრული.

„სავარაუდოა, რომ მოვლენები რამდენიმე ფაზაში განვითარდება, რამდენ ან დროის რა მონაკვეთში, არ ვიცით, მაგრამ რასაც ვხედავთ, ეს ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა. ჩვენი შეფასებით, განზრახული აქვთ მთავრობის ჩამოგდება და საკუთარი რეჟიმის დასმა, რაც ახსნის ამ ადრეულ ძვრებს კიევის მიმართულებით“, - განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics