16:13 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 15:03:24, 945 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა უკრაინის რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყეტილებას, უკრაინის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით, განცხადებით ეხმაურება.

„უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაწყვეტა ჩვენი არჩევანი არ არის“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

საგარეო უწყებაში თვლიან, რომ უკრაინის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა უკრაინის რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია.

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალური ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics