|
2022-02-23 15:43:38, 703 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საგამომცემლო საკითხებზე უცხოელი გამომცემლების ლექციები გაიმართება
„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ თანამშრომლობის ფარგლებში, 3-6 მარტს, სასტუმრო Moxy-ში საგამომცემლო საკითხებზე ლექციების სერია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, უცხოელი გამომცემლები ადგილობრივ კოლეგებს თანამედროვე საგამომცემლო ტენდენციებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. შეხვედრები ისეთ თემებს შეეხება, როგორიცაა: საავტორო უფლებების ყიდვა, დაცვა და გაყიდვა; ავტორის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში და სხვ. შეხვედრების სერიას PEN UK-ს, Granta-ს, Suhrkamp-ის, Scribe-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები გაუძღვებიან. ღონისძიება საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საერთაშორისო ლიტერატურული შოუქეისის კოლაბორაციული ფონდისა (International Literature Showcase Collaboration Fund) და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება. ლექციებზე დასწრების მსურველებმა, აღნიშნულ ბმულზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია: https://bit.ly/36zyMwe. თითოეულ მონაწილეს რამდენიმე ლექციის არჩევა შეუძლია, თუმცა უპირატესობა შესაბამისი პროფესიის აპლიკანტებს მიენიჭება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განაცხადის ფორმაში, თემების პრიორიტეტის მიხედვით მონიშნვა. ინფორმაციისთვის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)