|
2022-02-23 14:10:39, 495 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახორციელებს. „ბუნებრივია, მე მაქვს ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება აფხაზეთთან და დევნილებთან. სამინისტრო მუდმივად თანამშრომლობს აფხაზეთის მთავრობასთან, ვმუშაობთ მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც დევნილთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის განვითარების სააგენტოს იმ პროგრამებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დამატებით შეღავათებს ითვალისწინებს და 10%-ით მეტ თანადაფინანსებას გულისხმობს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ესწრებოდნენ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)