22:05 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 12:29:58, 560 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს საქართველოც უნდა შეუერთდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მსოფლიო ქვეყნების მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს საქართველოც უნდა შეუერთდეს.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, პარლამენტში დააინიციროს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკებში ადამიანის შესვლა, იყოს ოკუპაციის კანონის დარღვევა.

„სანქციებს, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო უნდა შეუერთდეს, იმიტომ რომ ეს არის ცივილიზაცისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა. ვაპირებთ კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში, რომელიც გულისხმობს რომ, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მიერ აღიარებულ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე ადამიანი შევა, მათ შორის, ეს იქნენა ზუსტად იგივე ოკუპაციის კანონის დარღვევა, როგორც მაგალითად აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics