|
2022-02-23 10:41:24, 961 ნახვა
სამართალი
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი მთელი თბილისის მასშტაბით ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ინსტიტუტი დედაქალაქის მასშტაბით სრულად ამოქმედდა. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 50 მართლწესრიგის ოფიცერი გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში დაგეგმილზე ადრე შეუდგა მუშაობას. მათივე ინფორმაციით, ახლადდანიშნულ მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - შალვა ბედოიძემ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - სულხან თამაზაშვილმა, მისმა მოადგილემ - თეიმურაზ კუპატაძემ და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს უფროსმა - მირიან ქავთარაძემ მიულოცეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ მართლწესრიგის ოფიცრებს სიტყვით მიმართა და მათი სამსახურის მნიშვნელობაზე ესაუბრა: „თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მართლწესრიგის რეფორმა სრულად განხორციელდა. ყველა რაიონში, თბილისის მთავარ სამმართველოებში სრულად იქნა შეყვანილი მართლწესრიგის ოფიცრები. ძალიან მნიშვნელოვანია მართლწესრიგის როლი საპოლიციო საქმიანობის განხორციელებაში. ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ სრულად გაიმიჯნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების და ოპერატიული საქმიანობის ფუნქცია-მოვალეობები, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს საპოლიციო საქმიანობას", - განაცხადა შალვა ბედოიძემ. საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, მიზნად ისახავს პოლიციის პრევენციული საქმიანობის გაძლიერებას. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცრების შერჩევა ხდება კონკურსის წესით. კონკურსის შედეგად შერჩეული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიან ინტენსიურ პროფესიულ სწავლებას გადიან და სასწავლო კურსის გავლის შემდეგ იწყებენ მუშაობას. სულ, თბილისის ყველა რაიონში, 365 მართლწესრიგის ოფიცერი იმუშავებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო კონცეფციის სრულყოფილად დანერგვისათვის იგეგმება მართლწესრიგის ოფიცერთა რაოდენობის ეტაპობრივად გაზრდა და ყველა მსხვილი ქალაქში ამოქმედება.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)