|
2022-02-22 15:45:19, 565 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ინვესტორებთან მუშაობისას ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი დასაქმება საუკეთესო პირობებით
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანული „ბოკ ჰოლდინგის" დირექტორს დიტრიხ ბოკს და მის თანხმლებ პირებს შეხვდა, სადაც გერმანული ჰოლდინგის მიერ საქართველოში დაგეგმილი სამომავლო ბიზნესპროექტები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრეცლებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ბოკ ჰილდინგი", რომელიც პროდუქციას აწვდის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „ჰუგო ბოსი", „მარკ ო'პოლო", საქართველოში, კერძოდ, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში სამკერვალო საწარმოს გახსნას და საწყის ეტაპზე 350 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ეს მაჩვენებელი პროექტის განვითარების პარალელურად, 1500 - მდე გაიზრდება. დიტრიხ ბოკის განცხადებით, ჰოლდინგი ფუნქციონირებს ასევე უკრაინაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში და აქვთ დაინტერესება, ბიზნესი საქართველოშიც განახორციელონ. „თქვენ ქვეყანაში ძალიან კარგი პირობები დაგვხვდა. ჩვენ მოგვწონს საქართველო და, შესაბამისად, აქ ინვესტირებას ვფიქრობთ," - აღნიშნა მან. „საქართველოში ისეთი კომპანიების შემოყვანა, როგორიცაა „ბოკ ჰოლდინგი", განსაკუთრებით საინტერესოა დასაქმების გაზრდის კუთხით. ინვესტორებთან მუშაობისას, ყოველთვის, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი დასაქმება საუკეთესო პირობებით, რათა ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს. ვფიქრობ, ეს იქნება მორიგი წარმატებული ინვესტიცია, რომელიც ქუთაისის ეკონომიკას ხელს შეუწყობს," - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)