|
2022-02-21 15:56:33, 640 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულება - ბლინკენმა დამარწმუნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არცერთი გადაწყვეტილება ჩვენს ზურგს უკან მიღებული არ იქნება
„ბლინკენმა დამარწმუნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკრაინის ზურგს უკან“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება აცხადებს. ამასთან დაკავშირებით, დიმიტრო კულებამ დასძინა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ინიციატივა დააყენა, აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის, სამიტის ჩატარების შესახებ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ სჯერა იმის, რომ ყველა დიპლომატიური ძალისხმევა ცდად ღირს. „არც რუსეთის ესკალაცია იქნება შეწყნარებული და არც უკრაინა დარჩება მარტო. ეს არამხოლოდ პოლიტიკურ შეტყობინებებს ეხება, არამედ სხვა უფრო კონკრეტულ ქმედებებსაც, მაგალითად უკრაინის თავდაცვის სექტორის განვითარების მხარდაჭერას, უკრაინის კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერას, ასევე, სხვადასხვა სანქციის დაწესებასაც, რაზეც ჩემ კოლეგებთან ერთად განვიხილავ. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს ლეგიტიმური მიზეზები, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია, ახლა, ზოგიერთი სანქციის დაწესება მაინც. ევროკავშირი მხოლოდ სანქციებზე არ საუბრობს, ისინი სისრულეში მოჰყავს კიდეც. ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციის კამპანიებს, კიბერშეტევებსა და გაზრდილ სამხედრო მოქმედებებს. წუხელ მინისტრ ბლინკენს ვესაუბრე, რომელმაც პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის სამიტის ჩატარების შესახებ ინიციატივა დააყენა. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა დიპლომატიური ძალისხმევა ცდად ღირს. ბლინკენმა დამარწმუნა, რომ არანაირი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ არ იქნება მიღებული უკრაინის ზურგსუკან. როგორც ადამიანებს, რომლებსაც სასოწარკვეთილად გვსურს ომის თავიდან აცილება და ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეთანხმება სწორედ მაშინ, როცა რუსეთი თავის სამხედროებს უკრაინიდან გამოიყვანს - ეს იქნება, წმინდა მაჩვენებელი იმისა, რომ რუსეთი დეესკალაციისთვის მზადაა. თუ ეს არ მოხდება, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ინარჩუნებს თავის ამჟამინდელ ლოგიკას“, - აღნიშნა დიმიტრო კულებამ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)