|
2022-02-21 10:48:04, 2456 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 351 ვლევა ტესტით, მათ შორის 11 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 022 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 553 668. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.28% ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.97%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 407 776. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა, აჭარა - 378, იმერეთი - 601, ქვემო ქართლი - 219, შიდა ქართლი - 158, გურია - 165, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 274, კახეთი - 245, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 129 978 საიდანაც: 5 585 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 320, აჭარაში - 617, იმერეთში - 1 018. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 246 პირი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 143, იმერეთში - 370. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 167, აჭარაში - 38, იმერეთში - 26. 896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 586 - თბილისში, 167 - აჭარაში. 123 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 12, ხოლო აჭარაში - 0.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)