|
2022-02-18 10:26:45, 845 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები გაიტანეს
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩებიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. - ამის შესხებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. "მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებელს, კახა სამხარაძეს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. სამგორის გამგეობის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს შესთავაზებს. კერძოდ, ისინი სამი თვის განმავლობაში, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან, ხოლო შემდგომში საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გარემოვაჭრეებსა და შპს „ვარკეთილი 96“-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებიც გაიმართა. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ გარევაჭრობის აღკვეთის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და რაიონულ გამგეობას მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა, ტროტუარის დაკავების შედეგად, გადაადგილება ფერხდებოდა." - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)