|
2022-02-17 16:25:19, 688 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე - ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე
პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანი დაზარალებულების კმაყოფილების ზრდაა. ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე და არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ მთავრდება დაზარალებულების ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციის გარეშე. ამ მიმართულებით ჩენ ვაგრძელებთ მუშაობას, რიგი გამოწვევების დასაძლევად საჭირო კონკრეტული მიზნები და გეგმები გაწერილია პროკურატურის ახალ 6 წლიან სტრატეგიაში - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას. ირაკლი შოთაძის თქმით, ასევე იგეგმება დაზარალებულებთან და განმცხადებლებთან პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერების კომუნიკაციის ეფექტიანობის გაუმჯობესება. „ამ მიმართულებით დაინერგება ფორმატი, რომლის ფარგლებშიც დაზარალებულებს, განმცხადებლებს ექნებათ შესაძლებლობა პროკურორებთან და მენეჯერებთან, როგორც უშუალოდ ისე ონლაინ შეხვედრების გამართვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში იქნება უშუალოდ ჩემთანაც" - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)