|
2022-02-15 18:18:52, 1648 ნახვა
საზოგადოება
კვლევა - საქართველოში, მოქალაქეებს LGBT+ თემის მიმართ უფრო მეტად პოზიტიური განწყობა აქვთ, ვიდრე აქამდე
ევროპის საბჭოს ოფისის კვლევის თანახმად, საქართველოში, მოქალაქეებს LGBT+ თემის მიმართ უფრო მეტად პოზიტიური განწყობა აქვთ, ვიდრე აქამდე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კვლევა 2018-2021 წლებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც ქართულ საზოგადოებაში, ამ დროის პერიოდში, 33%-დან 47%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც LGBT თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, გამოიკვეთა, რომ კანონებისა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობის დონე, ქართულ საზოგადოებაში, კვლავ უცვლელია. ასევე, 44%-დან 29%-მდე შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ LGBT+ უფლებების დაცვა უმნიშვნელო იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოებას ახლა უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს, როგორც ზოგადად, მრავალფეროვნების, ასევე, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ. 2018-დან 2021 წლამდე გაზრდილია. ზოგადად მრავალფეროვნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება კი, 56-დან 70% გაიზარდა. „მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მრავალფეროვნების მიმართ სულ უფრო პოზიტიური ხდება, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობის ინფორმირებულობის კუთხით მცირე თუ რაიმე ცვლილება შეინიშნება. ასევე, უცვლელი რჩება რეაგირების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ ინფორმირებულობა და შეხედულებები“, - აღნიშნულია კვლევაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)