|
2022-02-15 12:45:20, 958 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებში მასწავლებელთა გადამზადება განახლდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროგრამის „გარემოსადაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ფარგლებში, მასწალებელთა გადამზადების პროცესი განაახლა. პროგრამა 4 წლის განმავლობაში განხორციელდება და მთელ საქართველოს დაფარავს. გადამზადებულ მასწავლებლებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადაეცემათ. „პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მასწავლებლები გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულების ყველაზე მნიშვნელოვანი თემების სკოლებში სწავლებას აქტიურად დაიწყებენ, რაც ხელს შეუწყობს, ახალგაზრდებმა გაიაზრონ გარემოსდაცვით საკითხებში თავიანთი პასუხისმგებლობა; ასევე, შეისწავლონ ის ფუნდამეტური საკითხები, რაც სწორი და ეფექტიანი აგროწარმოებისთვის არის აუცილებელი”, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, 2021 წელს, დაწყებითი საფეხურის 1800 მასწავლებელი უკვე გადაამზადა. პროგრამა ეხმარება პედაგოგებს შესაძლებლობების გაძლიერებაში, ხოლო მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, იცოდნენ, თუ რა არის მდგრადი განვითარება და როგორ შეუწყონ ხელი მდგრადი განვითარების პროცესს, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვან ბიომრავალფეროვნება, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნონ კლიმატის ცვლილების საკითხებს; იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით; გაიაზრონ, რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უსაფრთხოება.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)