|
2022-02-14 11:31:58, 708 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის - „თელმიკოს“ მიერ დარიცხული თანხების კანონიერებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის
მივიღე გადაწყვეტილება, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა განმარტა, თუ სამსახურის მხრიდან მოსახლეობისთვის დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით გადაცდომები აღმოჩნდა, მთავრობის მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. „ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენი თანამოქალაქეები არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს იღებენ, რაც დამატებითი სპეკულაციების საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და განმარტა, რომ სემეკ-ის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელმიკოს“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სრული სურათის დასადგენად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ გამოძიების შედეგი. თუ დარღვევა არ აღმოჩნდა, ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)