|
2022-02-14 10:46:07, 780 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა 100-მდე მაჩვენებელზე მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში მიმდინარეობს როგორც განსაკუთრებით საშიში დაავადებების, ასევე სხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტში მუდმივად მიმდინარეობს კვლევის მეთოდების დანერგვის და სრულყოფის პროცესი. დღეისათვის, დეპარტამენტში დიაგნოსტიკა 100-მდე მაჩვენებელზე მიმდინარეობს. არსებული კვლევების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და ყველა საერთაშორისო დონის მოთხოვნას აკმაყოფილებს. დეპარტამენტი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს წამყვანი რეფერენს ლაბორატორიების მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებებში. 2021 წელს, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემოსული და გამოკვლეული იყო 370 000-ზე მეტი ნიმუში, რაც 19%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)