|
2022-02-11 14:53:36, 836 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი - რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის ოლიმპიადის მიმდინარეობისას
რუსეთმა უკრაინის საზღვარზე დამატებითი ძალები გაგზავნა და შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს შეჭრა, მათ შორის, პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დროს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „ჩვენ ვიმყოფებით ფანჯარაში, სადაც შესაძლოა, შეჭრა ნებისმიერ დროს დაიწყოს, ეს მოიცავს ზამთრის ოლიმპიადასაც“, - განაცხადა ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ვაშინგტონი აგრძელებს უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების „გაყვანას“ და კვლავ მოუწოდა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყანა. „მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, მათ შორის, ახალი ძალების ჩამოსვლას უკრაინის საზღვარზე“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, დასავლეთის ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)