|
2022-02-11 13:17:46, 750 ნახვა
საზოგადოება
თბილისში რამდენიმე დღეა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ეძებენ
მესამე დღეა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ალექს ლოიჯის ეძებენ. ის ახლობლებთან ბოლოს კონტაქტზე 6 თებერვალს გავიდა. მამაკაცი თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა. რის შემდეგაც ამერიკელის კვალი იკარგება. მეგობრების განცადებით, რამდენიმე დღეა მის ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნასაც ვერ ახერხებენ. სასტუმროში ამბობენ, რომ ამერიკელი სტუმარი მათთან 3 თებერვალს დაბინავდა და 7 თებერვლამდე ცხოვრობდა. "სასტუმროში მოვიდა 3 თებერვალს. 3-დან 7 თებერვლამდე სულ ნომერში იყო, არ გამოდიოდა. 7-ში ადმინისტრატორმა დამირეკა, რომ სტუმარი გარეთ წევს, ვერ ვაღვიძებთ, რომ შიგნით შემოვიდესო. მე დავავალე, რომ პატრული გამოეძახებინათ. საპატრულომაც რომ ვერ გამოაფხიზლა, გამოვიძახეთ სასწრაფო. მათაც რომ ვერაფერი გააკეთეს, წაიყვანეს კლინიკაში. კლინიკაში გამოაფხიზლეს. მეორე დღეს მოვიდა, თავისი ნივთები გავატანეთ და გავუშვით". - ამბობს ფორმულასთან სატელეფონო საუბარში სასტუმროს მეპატრონე, სადაც ალექს ლოიოჯი რჩებოდა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)