20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 19:59:43, 1300 ნახვა

სამართალი
პენიტენციური სამსახური - პატიმრების საკვებით მოწამვლის ან მასიურად მოწამვლის შემთხვევა არ ყოფილა

„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სპეციალური პენიტენციური სამსახური შპს ,,ილი ჯგუფის" მიმართ ჯარიმის დაკისრების შესახებ ინფორმაციას მალავს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას წარმოადგენს“, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პატიმრების საკვებით მოწამვლის ან მასიურად მოწამვლის შემთხვევას ადგილი არ ქონია.

„ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია კვების ინსპექტირების კომისიები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლს. არ დაფიქსირებულა პატიმრების საკვებით მოწამვლის ან, მით უმეტეს, მასიურად მოწამვლის ფაქტი.
რაც შეეხება,  შპს ,,ილი ჯგუფთან"  ხელშეკრულების შეწყვეტას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თითოეული დაკისრებული ჯარიმა კომპანიის მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში და  სპეციალური  პენიტენციური სამსახური სწორედ  სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics