|
2022-02-10 18:16:21, 692 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთს უსაფრთხოების წინადადებასთან დაკავშირებით კოლექტიური საპასუხო წერილი გაუგზავნა
ვროკავშირმა რუსეთს, უსაფრთხოების წინადადებასთან დაკავშირებით, ბლოკის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით, კოლექტიური საპასუხო წერილი გაუგზავნა. ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ჟოზეფ ბორელმა გადაწყვიტა პასუხი ყველა სახელმწიფოს სახელით დაებრუნებინა, რათა „გამოევლინა ერთიანობა“. „ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უმაღლესმა წარმომადგენელმა უნდა უპასუხოს მინისტრ ლავროვის მესიჯს 27 ქვეყნის სახელით“, - განაცხადა კომისიის სპიკერმა. როგორც ევროკავშირის დიპლომატებმა „როიტერსს“ განუცხადეს, ლავროვისთვის გაგზავნილი წერილი განიხილება, როგორც 27 ქვეყნის ბლოკის გაყოფის გზა, რომელსაც განსხვავებული სიმპათიები აქვს მოსკოვის მიმართ, რომლისთვისაც განიხილება ეკონომიკური სანქციები უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში. ევროკავშირში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ წერილი მიიღეს, თუმცა მისი შინაარსი არ გახმაურებულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)