|
2022-02-10 11:08:19, 706 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით „დიო“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს
„საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტი კვლავ გრძელდება. პროექტის მიზანს მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით ოპერირებადი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. უკვე 20-ზე მეტმა მონაწილე კომპანიამ მიიღო დარგის ექსპერტებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები და ტრენინგები. მათ შორისაა კომპანია “დიო“. „დიო“ უკვე 26 წელია ქართულ სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს 70-მდე დასახელების პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის: მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარას, სლაიდურ სისტემებს და სხვა. „დიო“ 3 საწარმოო სივრცეს აერთიანებს და 200-მდე ადამიანს ასაქმებს. გარდა წარმოებისა, კომპანია მომხმარებელს საკონსულტაციო, აზომვით და სამონტაჟო სერვისებსაც სთავაზობს. „ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი მომხმარებელთა სექტორის და პროდუქციის გაფართოებაა. ასევე, ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას. ამ მიმართულებით არც თუ ისე დიდი გამოცდილება აქვს ჩვენს კომპანიას, ამიტომ საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივ პროექტში ჩართულობა და ექსპორტის თემატიკაზე მიღებული კვალიფიციური რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მიღებული გამოცდილება გვეხმარება საექსპორტო ბაზრების სწორად განსაზღვრაში და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში“, - ამბობს „დიოს“დამფუძნებელი, ირმა დაუშვილი. „დღეს მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით 3 ფილიალიდან ვუწევთ მომსახურებას. ქალაქ ქუთაისში არსებულ საწარმოში კი პირველად საქართველოში, ვუზრუნველყოფთ ავტომატიზირებული საჩრდილობლის - პერგოლას წარმოებას. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ უფრო განვავითაროთ მინა პაკეტების წარმოების მიმართულება“, - დასძენს ირმა დაუშვილი. „აღნიშნული პროექტი ქართველ მეწარმეებს სთავაზობს პრაქტიკულ მომსახურებას, მათ შორის საბაზრო კავშირების გაღრმავების, საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომის და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებს. ეს გახლავთ ერთ-ერთი იმ ინიციატივათა შორის, რომლის საშუალებითაც USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშწყობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, მცირე და საშუალო საწარმოებს მხარს ვუჭერთ საკუთარი ბიზნესის განვითარების მიმართულებით.“ – აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)